მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლოს საიტზე Pussy Riot-ის მუსიკა ისმის.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა სასამართლოს, რომელმაც Pussy Riot-ის სამ წევრს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიტი გატეხეს და ახლა საიტიდან Pussy Riot-ის მუსიკა ისმის.
პასუხისმგებლობა საიტის გატეხვაზე საკუთარ თავზე აშშ-ის ჰაკერების ჯგუფმა Anonymus-მა აიღო.
ამჟამად საიტის ფუნციონილება აღდგენილია.