Apple-ის აქციების ღირებულება რეკორდულია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია სექტემბერში ახალ iPhone-სა და ოქტომბერში ახალ iPad-ს წარმოადგენს, Apple-ის აქციების ღირებულება იზრდება. Nasdaq-ის ბირჟაზე კომპანიის აქციებმა უკვე მორიგი რეკორდი დაამყარა, რადგანაც ბირჟაზე 1 აქციაზე ვაჭრობა648,19 დოლარად გახდა შესაძლებელი, თუმცა ბორჟის დახურვისას, Apple-ის აქციის ფასმა 648,11 დოლარი შეადგინა, რაც გასული დღის მაჩვენებელზე 1,85%-ით მეტია.
ამ დროისათვის Apple-ის აქციების საბაზრო ღირებულება 607,54 მლრდ დოლარია.
როგორც ცნობილია Apple ახალ -iPhone 5-ს 12 სექტემბერს წარმოადგენს, სწორედ აღნიშნული სიახლე გახდა იმის კალატიზატორი, რომ ინვესტორებს კომპანიის მიმართ ნდობა გაზრდოდათ და აქციების შეძენა გადაეწვიტათ. წინასწარი ინფორმაციით, iPad-ისღირებულება, რომელიც ოქტომბრიდან გამოვა გაყიდვაში, 300 დოლარი იქნება და ანალიტიკოსების გათვლებით ოქტომბერ-დეკემბერში 8 მლნ iPad-ი გაიყიდება, რაც კომპანიას 2,4 მლრდ დოლარის მოგებას მოუტანს.