საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 3 - 8 სექტემბერს, სოფელ ნიქოზში ტარდება ანიმაციური ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი" . როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ფესტივალზე მოწვეულნი არიან უცხოელი ანიმატორები , რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს. ასევე წარმოდგენილი იქნება დრეზდენის საერთაშორისო ფესტივალის ფილმების პროგრამა.
მოწვეული სტუმრები არიან: ალექსანდრ პეტროვი _ რეჟისორი (რუსეთი); ირინა კოდიუ
კოვა _ რეჟისორი (ბელარუსი); მიხეილ ალდაშინი _ რეჟისორი (ბელარუსი); სერგეი სერიოგინი _ სუზდალის ფესტივალის დირექტორი (რუსეთი); თენგიზ სიმიონოვი და ნატალია ორლოვა _ სტუდია ანიმოსის ხელმძღვანელები (რუსეთი); ვოლფგანგ ბელინჰოფი (prof.dr.Wolfgang Belinhoff) - ფილოსოფოსი და კინომცოდნე, ვაიმარის ბაუჰაუსის უნივერსიტეტის პროფესორი (გერმანია); ადამ პტაკი - სტუდია "SE-MA-FOR"- ის დირექტორის მოადგილე (პოლონეთი); ვიტოლდ გიერცი (ჭიტოლდ Gიერსზ) _ რეჟისორი (პოლონეთი);
ფესტივალზე დასწრების მსურველებს თბილისიდან მოემსახურება ავტობუსი, რომელიც გავა ყოველდღიურად 09:00 საათზე. ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის რეგისტრაცია დამთავრდება 25 აგვისტოს.