დღეს, 21 აგვისტოს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით:
-11.00-დან 17.00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს;
-10.00 საათიდან 14.00 საათამდე ქვესადგურში "დიდუბე ახალი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგია შეეზღუდება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, ხოშარაულის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს;
- 10.00 საათიდან 16.00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხევძმარის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს;
- 11.00 საათიდან 17.00 საათამდექვესადგურში `კიკეთი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონის ნაწილსა და დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება;
-10.00 საათიდან 18.00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ ღრმაღელის, გვაზაურის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10.00 საათიდან 18.00 საათამდესარემონტო სამუშაოების გამო საბურთალოსა და მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგია გაითიშება;
-10.00 საათიდან 18.00 საათამდე ქვესადგურში "დიდი ნავთლუღი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგია შეუწყდება კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის (ნაწილობრივ), კაიროს, ჯავახეთის, ბაბუციძის, მოსკოვის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.