მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება გამარჯვებაში, ამაზე არც ვფიქრობ, მაგრამ ჩვეულებრივად კი არ უნდა გავიმარჯობოთ, ძალიან მაგრად უნდა გავიმარჯვოთ! , - ამის შესახებ ბათუმში, მოსახლეობასთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგს ახლა უკვე ყველა ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ.
"ჩვენს უწმინურ მოწინააღმდეგეს, გარედან რომელიც არის და მათ დამქაშებს აქ და ახლა უკვე ყველა ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ. ვისაც რამეში ეპარებოდა ეჭვი. ვისაც თვალები აქვს და ტელევიზორს უყურებს, მე მგონი ყველაფერში დარწმუნდა უკვე ყველა. თუ ოდნავ მაინც გონებაში რამე აქვს. და მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ისინი დამარცხდებიან, მაგრამ მათ სხვა გეგმები აქვთ - ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებიან. ისინი ემზადებიან არჩევნების შემდეგ რა მოხდება. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, ისე მაგრად უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები, რომ აზრადაც არ მოუვიდეთ მერე თითის განძრევა და თავისი უწმინდური ხელებით რამის გაკეთება", - განაცხადა პრეზიდენტმა.