21 აგვისტოს, პირველად საქართველოში, კვარიათის "ვიტამინში" ბრიტანული ბენდის - "CRAZY P"-ის კონცერტი გაიმართება. კვარიათს ესტუმრება ჯგუფის ვოკალისტი დენიელ მური, ასევე, ჰოთ თოდი, რომლებიც ცნობილი არიან იმპროვიზაციითა და ორიგინალური პერფორმანსით.
"CRAZY P" უკვე 15 წელია საცეკვაო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია. მათი შემოქმედება 1996 წლიდან იღებს სათავეს, ჯგუფის პირველი ალბომი - "A Nice Hot Bath With" 1999 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა შემდეგი ალბომები - "The Wicked Is Music", "24 Psychedelic Freakout", "A Night On Earth", რაც ძალიან მალე აისახა მის მსოფლიო პოპულარობაზე.
"CRAZY P" ქართველი მსმენელის წინაშე სამსაათიანი პროგრამით წარდგება, შესრულდება ყველასათვის საყვარელი ძველი და ახალი კომპოზიციები.
კლუბი "ვიტამინი" უკვე 6 წელია თბილისში, გონიო/კვარიათსა და გუდაურში მომხმარებელს კომფორტულ გარემოს უქმნის.