საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლევან ვარშალომიძესთან და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან გია ბარამიძესთან ერთად ბათუმში ის რაიონები დაათვალიერა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ის ადგილები მოინახულა, სადაც ახალი პროექტები ხორციელდება, რომელთა შორის, მშენებარე ბულვარი და ახალი ობიექტებია.
„დღეს გადავწყვიტეთ ბათუმის არა მხოლოდ ის ლამაზი ადგილები მოვიაროთ, რომლებიც უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, არამედ ის ადგილებიც, სადაც ტელეკამერები არ აღწევს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელისთვის. ერთად ვნახოთ ის, რაც კეთდება და რაც კერ კიდევ გასაკეთებელია. ბათუმის შემდგომი განვითარებისა და ტურისტული ზონის გასაუმჯობესებლად ლევანმა არაჩვეულებრივი რამ მოიფიქრა. ეს არის ახალი გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით კეთდება. ეს მთლიანად ცვლის ბათუმელების ცხოვრებას. აქ იქნება საუკეთესო წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემა, გაიწმინდება და ძალიან სუფთა ზღვა იქნება. აქ ისეთი ლამაზი ადგილებია, რომელთა მსგავსი არ არის არც საქართველოში და საფრანგეთში. უახლოეს დღეებში ვიწყებთ სტადიონის მშენებლობას, რომელიც ბათუმს არ ჰქონდა. როდესაც ბულვარი 7 კილომეტრით დაგრძელდება, კიდევ 30-40 სასტუმროს აშენება შეიძლება. ეს ახალი ბულვარი ლევანის შემოქმედების და ფანტაზიის მწვერვალი მეგონა, მაგრამ ის, რასაც ახლა აკეთებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და საუცხოო ადგილი იქნება. აქ კიდევ იმდენი საჯარო სივრცე შევქმენით, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ ვიცი. ყველაფერი ხალხისთვის კეთდება და არა კერძო ინტერესებისთვის. ის, რაც არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია, ახლა კეთდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები