ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად „ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსათვის" რეგისტრაციაში გაატარა.
კომისიამ საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში - ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების 2012 წლის 1 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრად აკაკი კობალაძე აირჩია.
დღესვე, კომისიამ №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად გიორგი ზირაქაშვილი აირჩია.