საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრებისთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი წარმატებული გამოდგა. 29-31 იანვარს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ტურნირზე ნოდარ აკობიას გაწვრთნილმა ნაკრებმა დამაჯერებლად ითამაშა და ფინალში იტალიის "კიევო" ანგარიში 3:2 დაამარცხა.
რიგის ტურნირზე ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის და საქართველოს 8 გუნდი ასპარეზობდა.
შეჯიბრის ბომბარდირი გიორგი ლაშხია გახდა (ზუდგიდის "ბაია"), რომელმაც 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე და პროფლიგის პრეზიდენტი გია ფირცხალავა დახვდნენ.