"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი . ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე მზად არიან, მთავარი პოლიტიკური ოპონენტების სიის პირველ ნომრებთან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან დებატებში მიიღონ მონაწილეობა.