აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარტინ დემპსი, ავღანეთში ნატოს ჯარების სარდლობასთან სამხედროებზე თავდასხმის გახშირებულ ფაქტებს განიხილავს.
ბოლო ფაქტი გუშინ მოხდა, როდესაც ავღანეთის პოლიციის უნიფორმაში ჩაცმულმა პირმა ნატოს ჯარისკაცი მოკლა.
ანალოგიური თავდასხმებისას ბოლო დღეების განმავლობაში ნატოს ცხრა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ ყარზაის წვევამდელებთა შერჩევის კრიტერიუმების გადახედვისკენ მოუწოდა.