„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვეფხვაძე ისანში კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
მოსახლეობის თქმით, კოოპერატივში გაწევრიანებულმა ოჯახებმა თანხა გადაიხადეს ბინის მშენებლობაში, თუმცა მშენებლობა არ დასრულა და არ მომხდარა ფართის დაკანონება.
ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას პარტიის პოლიტიკური პროგრამა გააცნო, რომლის მიხედვითაც მოხდება შიდა ვალის გასტუმრება და ოთხი წლის განმავლობაში ასი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და შესაბამისი თანხა, 170 000 მილიონი ლარი გამოიყოფა ბიუჯეტიდან.
„ეს არის კონკრეტული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დაზარალებული მოსახლეობა ცხოვრობს. არსებობს 2 კატეგორიის პრობლემა, ერთი ის, რომ ოჯახებმა ფული გადაიხადეს და მშენებლობა დაუსრულებელია და მეორე, თანხის გადახდის მიუხედავად მათ არ დაუკანონეს ფართი. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება ადგილობრივი თვითმათველობის მხრიდან, რათა მოხდეს ფართის დაკანონება, და შესაბამისად, დაზარალებულებს ექნებათ შესაძლებლობა აბონენტებად დარეგისტრირდნენ და კომუნალური გადასახადები გადაიხადონ."- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.