კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე იმ პარტიების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებას წარმოადგენენ.
"პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც, რამდენჯერმე მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ დღესაც - ლეიბორისტული პარტიას, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატები, კიდევ იყო მეოთხე, სადღაც დაიკარგა - ქართული პარტია. ესენი არიან სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები. თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან ამაზე განვაცხადე და გავიმეორებ დღესაც - ისინი ხელისუფლებას წარმოადგენენ. ლეიბორისტული, იქნება მემარჯვენეები თუ ქრიტიან-დემოკრატიული, თუ მათ სურვილი აქვთ ჩემთან შეხვედრაზე, მე თანხმობას ვაცხადებ ერთი პირობით - მათ უნდა აღიარონ, რომ ისინი ხელისუფლებას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში მეც და ჩემი კოალიციის წაერმომადგენლებიც მათთან დებატებში დაჯდებიან. ცრუ ოპოზიციასთან ჩვენ დებატებში არ დავჯდებით და მოსახლეობას არ შევიყვანთ შეცდომაში, რომ ჩვენ ოპოზიციონერებს ვესაუბრებით. თუ ისინი აღიარებენ იმას, რაც პრაქტიკულად მთელმა საქართველომ იცის, და იტყვიან რომ წარმოადგენენ ხელისუფლებას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დებატების გამართვა", - განაცხადა ივანიშვილმა.