ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს სატელევიზიო დებატში იწვევს. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა , "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთან დებატებზე თანახმაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი მასთან დებატებში დაჯდომას ვერ შეძლებს.
"თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ერთ წევრთან დებატებში არ დავჯდები, შვიდზე მეტი შეიკრიბონ და მზად ვარ მათთან დებატებისთვის ნებისმიერ საკითხზე. ხოლო თუ მიხელ სააკაშვილი შეძლებს ჩემთან პირდაპირ ტელედებატებში დაჯდეს, ეს ყველაზე სწორი იქნება და მეორე და მესამე ვარიანტების ძიება საჭირო აღარ გახდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.