ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკ "ბიძინა ივანიშვილ-ქართულ ოცნებას" საარჩევნო ნომერ 7-ით სარგებლობაზე უარს ეუბნება. როგორც ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ცესკო-ს აღნიშნული ნომრის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დღეს მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.
მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეუბნებიან, რომ 7 ნომერი არ ეკუთვნით. ძიძიგური განმარტავს, რომ კოალიციას შეუძლია, გამოიყენოს იმ პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ნომერი, რომელიც მონაწილეობდა წინა საპარლამენტო არჩევნებში. "ასეთი კი, "კონსერვატიული პარტიაა", რომლის საარჩევნო ნომერიც - 7, კოალიციამ აირჩია".
ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი ითხოვენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომლებიც საქართველოს დღეს ეწვივნენ.