კახეთში 4 სოფელი დაისეტყვა. წინასწარი ინფორმაციით, გურჯაანის რაიონის სოფლებში ვეჯინში, კაჭრეთსა და ნანიანში და ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლოკიანში მოსავლის 30-40% განადგურდა.
„სეტყვა ღამის 10 საათზე მოვიდა და 10 წუთი გაგრძელდა. დასეტყვილია ნათესები, წიწაკა, კომბოსტო, ბადრიჯანი, ლობიო და სხვა. დაისეტყვა ვენახებიც.
წინასწარი ვარაუდით, ზარალი 30%-ია. სპეციალური კომისია უკვე მუშაობს და ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ბოლოკიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ემზარ პირანიძემ.