ისრაელმა საკუთრი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ეგვიპტის საზღართან განალაგა. აღნიშნულის მიზეზი რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ნასროლი ორი რაკეტა გახდა.
ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, დისლოკაციის შეცვლა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ტესტირების ფარგლებში ხდება.
15 აგვისტოს ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილატში ორი აფეთქება მოხდა.
აფეთქების ადგილას ნაპოვნი იქნა რაკეტების ფრანგმენტები, რომელებიც სავარაუდოდ სინის ნახევარკუნძულიდან იქნა გაშვებული.