სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უფლებადამცველის ნანა კაკაბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და განმარტავს, რომ 19 აგვისტოს ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
"სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტება გააკეთოს 19 აგვისტოს, ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე, ამჯერად პატიმარ გ. ბალიაშვილზე, რომელიც თითქოსდა გარდაიცვალა 10 დღის წინ. ეს ინფორმაცია და დამატებით ყველა სხვა დეტალი, რომელზეც საუბრობს უფლებადამცველი, არის სრული სიცრუე", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და მოუწოდებს ნანა კაკაბაძეს, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან, "ვინაიდან, სასჯელაღსრულების სისტემაზე მცდარი ინფორმაციის გავრცელება არეთიკურია და არ ითვალისწინებს არც პატიმრის და არც მისი ოჯახის წევრების ინტერესებს".