კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის სახელით მონაწილე კანდიდატები შეცვალა. თეთრიწყაროში მამუკა აბულაძე ჩაანაცვლებს შალვა ხაჭაპურიძეს, თერჯოლაში ომარ ნიშნიანიძეს - ზაალ გოგსაძე.
დღესვე კოალიციის ლიდერმა კიდევ რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. ცაგერში კენჭს მამუკა ჩაჩხიანი იყრის, ახალქალაქში - ნორიკ კარაპეტიანი,
"დარჩენილია ნინოწმინდისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება და მათი ვინაობაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ჩვენ ნინოწმინდისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებით დავასრულებთ ყველა მაჟორიტარის დასახელებას. ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი დარჩენილი მაჟორიტარის ჩანაცვლებას", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები