მესტიაში დაკარგული 23 წლის პოლონელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. თუმცა სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუარესება და ცუდი ხილვადობა აფერხებს.
სამუშაოებში, მესტიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისიდან მესტიაში ჩასული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
უბედური შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ კალაში - ორი პოლონელი ტურისტი ქალბატონი მესტიიდან უშგულისკენ ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სოფელ კალაში ერთ-ერთს ფეხი დაუსხლტა და მთიდან ხევში, მდინარე ხერეშში გადავარდა.