20-22 აგვისტოს თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრება. საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი რიკარდო მილიორი, ვიცე-პრეზიდენტი - ტონინო პიცულა, გენერალური მდივანი და მათი თანხმლები პირები წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას გაეცნობიან და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
შეხვედრები დაგეგმილია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ცენტრალური საარჩევნო და უწყებათაშორისი კომისიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის ხელმძღვანელობას და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, იტალიის პარლამენტის წევრი რიკარდო მილიორის ამ რანგში პირველად იმყოფება საქართველოში. ის ასამბლეის პრეზიდენტად ივლისის თვეში აირჩიეს. ამავე ასამბლეის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს საქართველო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში 56 ქვეყნის პარლამენტის 400-ზე მეტი წევრია გაერთინებული. აღსანიშნავია რომ ივლისის თვეში მონაკოში გამართულ სესიაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო სადაც აღნიშნულია რუსეთის მიერ საქართველოს ტრიტორიების ოკუპაცია და გამოხატულია საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.