ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების დარეგისტრირების ვადა ამოიწურა. დღეს რეგისტრაცია არც ერთ საარჩევნო ბლოკს არ გაუვლია, რის გამოც ვითარება უცვლელია - არჩევნებში მონაწილეობას ორი ბლოკი მიიღებს - "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" და "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება".
ბლოკის "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" სუბიექტები არიან - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "საქართველოს ევროპელი დემოკრატები".
ბლოკში "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" 6 პოლიტიკური სუბიექტია გაერთიანებული: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი".
რეგისტრაციის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 18:00 საათზე, ამოიწურა.