ახლა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კომედია და ფარსია, საშინაო პოლიტიკა კი - ტრაგიკული, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, რუსთავში გამართულ აქციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ორივე უნდა გამოსწორდეს და ერთმანეთის შესაბამისი გახდეს.
"საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს რეალისტური, პრინციპული და, ამავე დროს, მოქნილი, რათა საშინაო პოლიტიკა ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას თავისუფლად ემსახურებოდეს, და პირიქით, საგარეო პოლიტიკას საიმედოდ გაუმაგრებს ზურგს ადამიანის თავისუფლების პრინციპულად დამცველი და ხელშემწყობი, სამართლიანი და დემოკრატიული საშინაო პოლიტიკა. ჩვენ შევძლებთ და ამას მივაღწევთ! ამას მე შევძლებ, თქვენ შეძლებთ, მე და თქვენ ერთად შევძლებთ, და წინ ვერაფერი დაგვიდგება!", - განაცხადა ივანიშვილმა.