"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჩაჩანიძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.
გიორგი ჩაჩანიძისა და დიდუბის ახალგაზრდების ინიციატივით, დღეს ერთ-ერთ საკალათბურთო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარემონტო სამუშაოებში საქართველოს ნაკრების წევრმა ვლადიმერ ბოისამაც მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ჩაჩანიძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქის ყველა უბანში სხვადასხვა სპორტული კომლექსი გამართულად მუშაობდეს, რათა მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.