„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მაგდა ანიკაშვილმა სამგორის ამომრჩეველს ფერიცვალების დღესასწაული ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან მიულოცა და „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად ეკლესიის შიდა სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო.
ეკლესიის ეზოში მოსახლეობასთან შეხვედრისას, მაგდა ანიკაშვილმა ყურადღება სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებსა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა.
დღესვე, მაგდა ანიკაშვილი თეონა ვარდიაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახსაც ესტუმრა, ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და ადგილზე გაეცნო მის პრობლემებს.
მაგდა ანიკაშვილის თქმით, ვერიკო ვარდიაშვილის ოჯახი სამოცდაათიათასი ქულით არის შეფასებული და მიუხედავად უმწეოს სტატუსისა, სახელმწიფოს მხრიდან ვერ იღებს სადაზღვევო პოლისს, რაც მეტყველებს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ.
„ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ ქალბატონს, რომელსაც ოფიციალურად აქვს უმწეოს სტატუსი, მაგრამ არ აქვს ჯამრთელობის დაზღვევის პოლისი და თვეობით უწევს ლოდინი, რათა მიიღოს დაზღვევის პოლისი და ჩაიტაროს აუცილებელი მკურნალობა. თუმცა, პოლისის მიღების შემთხვევაში, პრობლემა არის ის, რომ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს სადაზღვევო კომპანიები ვერ აფინანსებენ. ამიტომ, ყველას ვისაც აქვს სოციალური სტატუსი, დროულად უნდა მიეცეს დაზღვევის პოლისი, რომელიც იქნება რეალურად ქმედითი. "- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.