დღეს, 18 აგვისტოს, "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებისა" და თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების თავშესაფარის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია ერთობლივი ღონისძიება მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარში. მოეწყობა თავშესაფარში კატების სათავსი, ერთობლივად ჩატარდება სტერილიზაციის ოპერაციები, ვეტერინარული მომსახურება და მზრუნველობა გაეწევა ცხოველებს.
19:30 საათზე "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავშესაფარში დაგეგმილია ცხოველთადამცველების მიერ ამ დღესთან დაკავშირებით შეკრება და ტრადიციული აღნიშვნა.
ეს დღე პირველად 1992 წელს დამკვიდრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ სავალალო ბედის გამო, რაც უპატრონო ცხოველებს ერგუნათ წილად ცხოველთა თავშესაფარებში. ამ დღეს აქტივისტები გამოვიდნენ სანთლებით და სურათებით, ასევე სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას ცხოველთა უფლებების დამცველებმა და ვეტერინარება. ცხოველთადამცველებმა გააპროტესტეს ეს ვანდალური ქმედებები უპატრონო ცხოველების მიმართ. შემდგომ ეს დღე მსოფლიო მასშტაბით იქნა აღიარებული და მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მიერ 2010 წელს საქართველოში პირველად აღნიშნება "უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე."