საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ჩავიდა, სადაც 19 ივლისს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციების გაცემა მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრი კომპენსაციების დარიგების პროცესს დააკვირდა და თავადაც მიიღო მასში მონაწილეობა. ვანო მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიღებული კომპენსაცია აანაზღაურებს იმ ზარალის დიდ ნაწილს, რაც კახეთის მოსახლეობას სტიქიის შედეგად მიადგა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულები სამ კატეგორიად დაიყო: პირველ კატეგორიაში მოხვედრილი მოსახლეობა, ვინც მოსავლის 100 პროცენტი დაკარგა, კომპენსაციის სახით 1300-დან 1500 ლარამდე მიიღებენ, მეორე კატეგორიაში მოხვედრილი მოსახლეობა, ვინც მოსავლის 70 პროცენტი დაკარგა, 800-დან900 ლარამდე მიიღებენ, ხოლო მესამე კატეგორიაში მოხვედრილ მოქალაქეებს, ვინც მოსავლის 50 პროცენტი დაკარგა, 300-დან 500 ლარამდე თანხა გადაეცემათ