რეჟისორ სალიმ აკილის მუსიკალური დრამა Sparkle, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს უიტნი ჰიუსტონი ასრულებს აშშ-ში დიდ ეკრანებზე გამოჩნდება.
ფილმის გადაღებები უიტნი ჰიუსტონის გადრაცვალებამდე სამი თვით ადრე დასრულდა.
ახალი ფილმი 1976 წელს გამოსული სურათის რიმეიკია. ფილმში მოთხრობილია სამ დაზე, რომლებიც მამის გარეშე გაიზარდნეენ და მოგვიანებით საქვეყნოდ გაითქვეს სახელი, თუმცა მათ დიდების შენარჩუნეება ვერ შეძლეს.
ახალ ფილმში მოქმედებები ჩიკაგოში ვითარდება. ახალგაზრდა მომღერალი ნარკოდილერი მსხვერპლი ხდება.
ფილმში ჰიუსტონმა შეასრულა დედის როლი, რომელმაც ქმრის გარეშე სამი წარმატებული შვილი გაზარდა.
კრიტიკოსებმა ფილმს უკვე უწოდეს ჰიუსტონის "გედის სიმღერა".
ფილმში ჰიუსტონი მხოლოდ ერთ სიმაღერას ასრულებს.