ნორვეგიის პოლიციის შეფი ოისტენ მელდანი პოსტიდან გადადგა. მისი გადადგომის მიზეზი გამოძიების დასკვა გახდა, რომლის მიხედვითაც ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი მასობრივი მკვლელობების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ოისტენ მელდანი პოსტზე ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქტამდე - 2011 წლის 22 ივლისამდე - რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა.
დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ოსლოში მოწყობილი აფეთქების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
დასკვანაში ასევე საუბარი პოლიციის არასწორ ქმედებაზე, რომელმაც სროლის საპასუხოდ "მიუღებელი დროით" დააგვიანა.
დოკუმენტის ტონი მნიშვნელოვნად განსხვავებულია წინა დოკუმენტისგან, სადაც აღნიშნული იყო პოლიციიის ეფექტური საქმიანობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები