ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ნაკურთხი ჯვრის გუმბათზე აღმართვაში, რესტავრატორებთან ერთად მონაწილეობა ქვეყნის პრეზიდენტმაც მიიღო.
300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით შეიქმნა. ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი გახდება.