გერმანელი ექსპერტი ქართული თაფლის გერმანიაში ექსპორტის შესაძლებლობებს სწავლობს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიდან (ასსპა) აცნობეს,
ასსპა-ს გერმანელი სოფლის მეურნეობის ექსპერტი რედელფ ენენი. გერმანელი სტუმრობდა, რომლის საქართველოში ვიზიტის მიზანი ქართული თაფლის გერმანიაში ექსპორტის შესაძლებლობების შესწავლაა. ასსპა-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გერმანიაში იგზავნება ქართული თაფლის ნიმუშები, რომლებიც გაივლის გერმანიაში ლაბორატორიულ შემოწმებას, რის შედეგადაც გაიცემა მათზე გერმანული ხარისხის სერტიფიკატი და შემდგომში განიხილება ქართული თაფლის ექსპორტის შესაძლებლობები.
"ექსპერტი მოამზადებს სპეციალურ რაპორტს, რომელსაც მიაწვდის გერმანიის მეფუტკრეთა ფედერაციას და სხვა ინსტანციებს"- განმარტავენ ასსპა-ში.