მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანდრია ურუშაძემ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გვირაბი დაათვალიერეს და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იყალთოს გვირაბი ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა, რაც ვაკისა და საბურთალოს მიმართულებით მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს.
გვირაბის დათალიერების შემდეგ, გიგი უგულავა და ანდრია ურუშაძე სამკურნალო ცენტრ მედკაპიტალის პერსონალს შეხვდნენ. ექიმებთან საუბრისას გიგი უგულავამ და ანდრია ურუშაძემ დაზღვევის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ექიმებთან შეხვედრის შემდეგ, გიგი უგულავა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზემო ვეძისში მოტოცილკეტების მცირე საწარმოს ეწვივნენ, სადაც სახემწიფოს მიერ პროფსასწავლებლების დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაც სამუშაო ადგილების შექმნის რეალურ შესაძლებლობას ქმნის.
მასალის გამოყენების პირობები