რაბათის გახსნის შემდეგ შარლ აზნავური დღეს პრეზიდენტმა საკუთარ სასახლეში მიიღო. საუბრისას აზნავურმა პრეზიდენტს ახალციხის რეაბილიტაციის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა. როგორც აზნავურმა საუბრისას განმარტა, როდესაც მას საკუთარ წარმომავლობაზე ეკითხებიან, ის სულ პასუხობს, რომ ის არის სომხური წარმოშობის ქართველი.
"თუ ჩემს ეროვნებაზე ვისაუბრებთ მე ვარ სომხური წარმოშობის ქართველი"- აღნიშნა აზნავურმა
მასალის გამოყენების პირობები