დღეს, 17 აგვისტოს, ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე, ჯვარი ეკურთხება და აღიმართება. ცერემონიალს ხელისუფლების წარმომადგენლები და და სასულიერო პირები დაესწრებიან.
300 კილოგრამი, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი გახდება.
ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით, ქუთაისში 17 აგვისტო, ერთჯერადად, უქმე დღედ გამოცხადდა.