საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასულიერო პირებს ლაზიკაში ბანას ზუსტი ასლის აშენება შესთავაზა. ამ ინიციატივის შესახებ პრეზიდენტმა ახალციხეში, აღდგენილი რაბათის ციხის გახნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მეუფეებს მინდა ვუთხრა, ბანა განადგურებულია და ლაზიკაში მინდა ჩავდგათ ბანას ზუსტი ასლი. ჩავდგათ ბანა და ამითი მოინათლოს ეს ახალი ქალაქი, რომელიც იქნება საქართველოსთვის აღმშენებლობის სიმბოლო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ბანა იყო საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ეს ტერიტორია ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული „ფანაკის" სახელწოდებით.