"ჩვენი მოწინააღდეგეები რომ იძახიან, ომი ამათ დაიწყესო. შემომხედეთ მე, ვანოს, შეიძლება ჩვენ გვინდოდეს ომი და ნგრევა, ხალხო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღდგენილი რაბათის ციხის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
" ჩვენთვის არის ყველაფერი შენება. ჩვენთვის არის ყველაფერი ახალი ქალაქები. ლაზიკა მაქვს ასაშენებელი, როგორ შეიძლება ომი გვინდოდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.