ისრაელის სახელმწიფო ირანთან 30 დღიან ომისთვის სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრმა, მატან ვილნაიმ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, ომი იწარმოებს რამდენიმე მიმართულებით და სავარაუდოდ, 30 დღე გაგრძელდება.
"ქვეყანა, ისე როგორც არასდროს, მზად არის საომარი მოქმედებისთვის", - განაცხადა მინისტრმა.
ვილნაი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის დაწყებისთანავე ქვეყნის ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს აწონილი და ისრაელმა თავისი მოქმედებები აშშ-ს უნდა შეუთანხმოს.
"ომის დაწყება ისეთი რამაა, რომელიც ჯობია გადადო და კარგად აწონდაწონო. მთავარი საკითხი შედგება საომარი მოქმედებების აუცილებლობაში და ვინაიდან აშშ არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი, მათთან ერთდ უნდა გავუწიოთ კოორდინაცია ასეთ მოქმედებებს", - განაცხადა მინისტრმა.
ირანთან ომის შემოდგომაზე შესაძლო დაწყების შესახებ, რამდენიმე დღის წინ, განცხადებები ისრაელის პრემირ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიღუმ და თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმაც გააკეთეს.
მასალის გამოყენების პირობები