რაბათის ციხე არის ნამდვილი გვირგვინი ჩვენი აღმშენებლობის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში აღდგენილი რაბათის ციხის განხსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
"აქ არიან ჩამოსული ქართველები, საქართველოს მოქალაქენი, საქართველოს ყველა კუთხიდან. წეღან შემხვდნენ სიღნაღელები, ჩვენ სიღნაღში ვისწავლეთ აღმშენებლობა, თავიდან. ბევრი შეცდომები დავუშვით, შეიძლება, მაგრამ ვისწავლით. ჩვენს შეცდომებზე ვისწავლით. აქ არიან თელეველები, სადაც წარმოუდგენლად შენდება. თელავის ცენტრი გვინდოდა თავიდან, მაგრამ ახლა მთლიანად ვაშნებთ მთელ თელავს და საბოლოოდ ჩვენ ვაშენებთ, წარმოუდგენლად ლამაზ რაბათის ციხეს, რომელიც არის ნამდვილი გვირგვინი ჩვენი აღმშენებლობის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"მე მინდა მოგმართოთ სიტყვებით, ერთი კაცი იყო და მას ერქვა ვინმე მესხი მელექსე. მაგარი ლექსი დაწერა, მაგარი პოემა დაწერა. სადღაც აქ ახლომახლო ცხოვრობდა და მან გვითხრა - ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, - "შეიძლება ეს ციხე აირს ის ციხე, სადაც მეფე როსტევანი იჯდა. თქვენ გახსოვთ იყო არაბეთს როსტევან. მეფე ღვთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი. მე არ მგონია, რომ ნესტან-დარეჯანი აქ ყოფილიყო გამოკეტილი. ეს არ არის ქაჯეთის ციხე, მაგრამ ისევ რუსთაველს დავესესხები და რუსთაველმა აღწერა ალბათ ეს ციხე: ბაღჩა ვნახე უტურფესი, ყოვლისავე სალხინოსა, ფრინველთაგან ხმა ისმოდა, უარესი სირინოზსა, მრავლად იყვნენ სარაჯები ვარდის წლისა აბანოსა, კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები იქინოზსა".
პრეზიდენტის თქმით, ამიტომ ეს არის უნიკალური ადგილი საქართველოსთვის.
"ეს არის ჩვენი აღმშენებლობის სიმბოლო. ჩვენ მარტო ამას კი არ ვაღდგენთ, ჩვენ ხვალ ჯვარს ვადგამთ ბაგრატის ტაძარს. ბაგრატის აღდგენა დავამთავრეთ. ჩვენ ვამთავრებთ ფოთის ტაძარს. აქ ამ რაბათში აღდგა უძველესი მეცხრე საუკუნის ქართული ეკლესია, სადაც პირველად ჩატარდა დღეს წირვა. მეუფე თედორემ ჩაატარა და მართლა მადლობელი ვართ, რაც მან გააკეთა ამ ეკლესიის აღდგეისთვის და ძალიან ბევრი იმუშავა ჩვენთან ერთად ამ ეკლესიის აღდგენაზე. მთვდელმსახურებმა იმუშავეს ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით ამჯამად მიმდინარეობს თუშეთის, მუცოს სვანეთის აღდგენა.
"ჩვენ ახლა ვაღდგენთ თუშეთს, ვაღდგენთ მუცოს. სვანეთის აღდგენას განვაგრძობთ. აღვადგინეთ მესტია და ვაკეთებთ უშგულს. რაჭაში ვიწყებთ ძალიან მაგარ სოფლის აღდგენას. მაღალმთიან რაჭაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ვიყავი. საქართველოში შენდება ახალი ქალაქები იმიტომ რომ ბათუმი აღარ არის ძველი ქალაქი. ბათუმი არის ახალი ქალაქი. თელავი, განსაკუთრებით ამ სტქიის მერე პრაქტიკულად იქნება ახალი ქალაქი. ახალციხე- მარტო ახალი ციხე კი არ არის, ახალი ქალაქია რეალურად. ახალი ქალაქი შენდება. აქ თავიდანვე ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.