საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიელებს მადლობა გადაუხადა. ახალციხეში, აღდგენილი რაბათის ციხის გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველომ ოლიმპიურ ისტორიაში ყველაზე ბევრი მედლები აიღო.
"მე მინდა მივესალმო ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს და ჩვენს ვერცხლის მედალოსანს, ოლიმპიადის. საქართველომ აიღიო უფრო მეტი მედლები, ვიდრე ინდოეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ. ჩვენზე დიდი ქვეყანაა ბელგია და ერთი მედალი არა აქვთ. ჩვენ ავიღეთ ყველაზე დიდი მედლები ჩვენს ოლიმპიურ ისტორიაში. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბიჭებო, რაც გაკეთეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.