საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალციხეს ეწვია. სააკაშვილი რაბათის ციხეს ათვალიერებს და შემდეგ იქ შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.
რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მთავრობის წევრები შეკრიბნენ.
რაბათის ციხე 7 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. ახალციხეში დღეს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. დღის ბოლოს, 21:30 საათზე, სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერლის, შარლ აზნავურის კონცერტი გაიმართება.