საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საინფორმაციო საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და "ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორმა გოჩა მირცხულავამ.
მემორანდუმის თანახმად, სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის "მასობრივი კომუნიკაციისა" და "კომუნიკატივისტიკისა და სიძველეთა ინჟინერინგის" სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები საინფორმაციო სააგენტოში სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნობიან საინფორმაციო სააგენტოს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს.