"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა განაგრძობს ქალაქის ყველა რაიონში მაჟორიტარების წარდგენას. ვაკის მაჟორიტარის შემდეგ, უგულავამ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით საყვარელიძე წარადგინა.
უგულავა და საყვარელიძე ქვემო ფონიჭალაში სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრ "ციტო-მედში" ექიმებს შეხვდნენ და მათ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და სახელმწიფო დაზღვევის ახალ პროგრამაზე ესაუბრნენ. დაზღვევის ახალი პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდება და ის პენსიონერებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვების დაზღვევას ითვალისწინებს.
უგულავა და საყვარელიძე ორთაჭალის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასac შეხვდნენ, გაესაუბრნენ და მათთან ერთად ნარდი ითამაშეს.
უგულავა და საყვარელიძე რეაბილიტირებულ ძველ თბილისში საოჯახო სასტუმროების განვითარებით დაინტერესდნენ და ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმრო დაათავლიერეს, პერსონალს გაესაუბრნენ და სასტუმროში მცხოვრებ ტურისტებთან ერთად ძველი თბილისი დაათვალიერეს.