ბილ გეიტსმა პროგრამული უზრუნველყოფის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მსოფლიო მასშტაბით ტუალეტების პრობლემა აღმოფხვრას. უცხოური მედიის ინფორმაციით, გეიტსის ფონდის შტაბბინაში, რომელიც სიეტლში მდებარეობს, ტუალეტების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც ამ სფეროს ინდუსტრიის ბოლო მიღწევებია წარმოდგენილი.
Microsoft-ის დამფუძნებელმა,კალიფორნიის უნივერსიტეტს 100 ათასი დოლარი გადაუხადა იმისათვის, რომ ინსტიტუტს ტუალეტების სეგმენტში ინოვაციური პროდუქტები შეექმნათ. ინსტიტუტმა უკვე გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს და ჩამდინარე წყალს თავად გადაამუშავებს ხელმეორედ მოხმარებისთვის. მილიარდერი აცხადებს, რომ მსოფლიოში ტუალეტთან ხელმისაწვდომობა არ აქვს 2,6 მლრდ ადამიანს. ბილ გეიტსი ქვეყნებს მოუწოდებს, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაონ და წყალ-საკანალიზაციო სისტემების სისტემატური რეაბილიტაცია მოახდინონ.