კომპანია McDonald's ი აღნიშნავს, რომ ივლისში გაყიდვებზე, ფაქტობრივად, ნულოვანი ზრდა დაფიქსირდა. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში 2012 წლის ივლისი ყველაზე წარუმატებელი თვე იყო, რაც, კომპანიის აზრით, მსოფლიო ფინანსური კრიზისის არსებობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ივნისში მსოფლიო მასშტაბით განთავსებულ 33 ათას რესტორანში გაყიდვების მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.
აშშ-ში McDonald's-ის გაყიდვები 0,6 %-ით შემცირდა, ეს იმ ფონზე, როდესაც ანალიტიკოსები 2,2 %-იან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ.