2012 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 193.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.5 მლნ აშშ დოლარით (7.5 მლნ ლარით), ანუ 4.0 პროცენტით მეტია 2011 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი მოდიოდა.
2012 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.8 მლნ აშშ დოლარი (14.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.7 მლნ აშშ დოლარისა (12.9 მლნ ლარი) - გასული წლის ივლისში.
მასალის გამოყენების პირობები