უბედური შემთხვევა მოხდა თელავის რაიონის სოფელ გულგულაში.
21 წლის ვალერი გიგაური სამუშაოს შესრულების დროს გარდაიცვალა. ის თხრილში იყო ჩასული რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და შიგ მოჰყვა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
„ექიმები შემთხვევის ადგილზე რომ მივიდნენ ბიჭი სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მიწის ნაშალში მოჰყვა და სიკვდილიც ამან გამოიწვია. გარდაცვლილი თელავის რაიონის სოფელ გულგულას მაცხოვრებელი იყო. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული“, – განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სასწრაფოში.