აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატი ზაზა შაშიკაძე ბონის დასახლებაში ქართველი იუნკერების ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შაშიკაძის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩას 10 წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ამორტიზებული ასფალტის საფარი წვიმის დროს წყლით იფარება, რის გამოც გადაადგილება ჭირს. სადრენაჟე სისტემის მოუწესრიგებლობის გამო კი დაგუბებული წყალი მოსახლეობას პირდაპირ სახლებში შესდით.
მცხოვრებთა თქმით, მათი პრობლემის შესახებ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა საკითხით დღემდე არავინ დაინტერესებულა.
„ქრისტიან-დემოკრატები“ ყოველთვის კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ხელისუფლება შეეშვას ქალაქის უბნებისა და ხალხის კატეგორიებად დაყოფას. არ შეიძლება ქალაქის ერთი უბანი ყველანაირად წესრიგდებოდეს, ხოლო მეორე ასეთ კატასტრობულ მდგომარეობაში იყოს. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ შესაბამის სამსახურებს წერილობით და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას მოვთხოვთ“ - განაცხადა ზაზა შაშიკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები