საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტს უარყოფს.
"დღეს დილიდან რამდენიმე სინფორმაციო სააგენტომ და ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის პავლე თაბაგარის ავღანეთში დაღუპვის შესახებ. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული სიცრუე", - ნათქვამია თავდავის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტგამოცემა ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი, 21 წლის პავლე თაბაგარი გარდაიცვალა.