ხვალ, 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, "კავკასიის ხალხთა კონფედერაციის~ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი სასტუმრო "საქართველოში" პრესკონფერენციას გამართავს და გაავრცელებს საგანგებო მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აშშ-ის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებისადმი.
კასრელიშვილი მედიის წარმომადგენლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს გააცნობს და ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობაზე გააკეთებს განცხადებას.