ლიბიის ქალაქ ბენგაზში არმიის გენერალი მუჰამედ ხადიია ფაიტრუნი მოკლეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, გენერალი მეჩეთიდან ბრუნდებოდა, როდესაც უცნობმა პირებმა იგი გააჩერეს და ცეცხლი გაუხსნეს.
მუმარ კადაფის წინააღმდეგ დაწყებული ამბოხების დროს გენერალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამბოხებულების მხარეს გადავიდა.